logo

"დეპაი და ვეინალდუმი "ბარსას" მოუხდებიან" - დე ბურის პროგნოზი

"დეპაი და ვეინალდუმი "ბარსას" მოუხდებიან" - დე ბურის პროგნოზი

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდ დე ბურმა კატალონიური გრანდის ახალი თავკაცის, რონალდ კუმანისა და მისი მთავარი სამიზნეების შესახებ ისაუბრა.

"ჯორჯინიო ვეინალდუმი "ბარსას" შუა ხაზისთვის ბოძებს შორის არსებული ცემენტი იქნება, ხოლო მემფისი გუნდს ინდივიდუალურად გააძლიერებს, რადგან მას არაფრიდან შეუძლია მომენტის შექმნა.

მწვრთნელი ყოველთვის ისეთ ფეხბურთელებს იზიდავს, როგორებიც მის მენტალობასა და ხასიათს მოერგებიან. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, თუ კუმანი ძლიერ მოთამაშეს ლა ლიგიდანაც შეიძენდა.

ჩვენი დროის "ბარსელონაში", ნიდერლანდელი და ესპანელი ფეხბურთელების შეფარდება 50/50-ზე იყო. იქ მაშინ 11-12 ნიდერლანდელი ვიყავით.

რეტროსპექტივაში, ეს კარგი არ იყო. შენ უნდა დარწმუნდე, რომ მოთამაშეებს მხოლოდ ერთი ქვეყნიდან არ ყიდულობ." - თქვა დე ბურმა.


1 თვის წინ
136 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ