სიახლე ნეტოს მდგომარეობასთან დაკავშირებით

სიახლე ნეტოს მდგომარეობასთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, "იბიცასთან" გამართული მატჩის 50-ე წუთზე "ბარსელონას" გოლკიპერი, ნეტო თანაგუნდელ კლემან ლენგლეს შეეჯახა და დაზიანება მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა მეკარემ თამაში ჩაამთავრა, "ბლაუგრანამ" ტრავმა მაინც დაადასტურა.

რამდენიმე საათის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით Mundo Deportivo-მ ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ესპანელ ჟურნალისტთა მტკიცებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბრაზილიელ კიპერს დაზიანება ჯერ კიდევ არ მოუშუშებია და სავარაუდოდ, ესპანეთის თასზე "ლეგანესთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა 30 იანვარს "კამპ ნოუზე" გაიმართება.



10 თვის წინ
579 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 159
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ