2 წლის და 10 თვის წინ
"ბარსელონამ" რაფინიას ფასი დაადო
ავტორი
Aa
Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი იტყობინება, რომ "ბარსელონა" რაფინიას ზაფხულში გაშვებას არ აპირებს. კატალონიელები შეთავაზების განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მისი ღირებულება სულ მცირე 90 მილიონი ევრო იქნება.
წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესი 26 წლის ბრაზილიელის გარჯით კმაყოფილია.
გარდა ამისა, "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ბაზარზე ძალიან რთული იქნება ისეთი გარემარბის პოვნა, რომელიც რაფინიას მსგავსი უნარები ექნება და მსგავს საფასო კატეგორიაში ჩაჯდება.
"ლიდსიდან" შეძენილი ბრაზილიელი "კამპ ნოუზე" მძიმედ იწყებდა, თუმცა უსმან დემბელეს ტრავმამ მას ხელ-ფეხი გაუხსნა.
მიმდინარე სეზონში რაფინიას ანგარიშზე 9 გოლი და 10 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი