1 წლის და 7 თვის წინ
ურუგვაელი ტალანტი "ბარსელონას" ელოდება
ურუგვაელი ტალანტი "ბარსელონას" ელოდება

"მონტევიდეოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ფაბრიციო დიასი "ბარსელონას" ელოდება, - იუწყება SPORT.

ურუგვაელ ტალანტსა და მის გარემოცვას "პალმეირასისა" და "ფლამენგოსგან" შეთავაზებები აქვთ მიღებული, თუმცა ამ წინადადებას ისინი ჯერ არ პასუხობენ, რადგან საქმეში "ბლაუგრანას" ჩარევას ელიან.

თავის მხრივ, "ბარსელონაც" მოლოდინის რეჟიმშია.  კატალონიურმა გრანდმა ჯერ არ იცის, დასთანხმდება თუ არა ლა ლიგა იმ გეგმას, რომელიც კლუბს ტრანსფერების განსახორციელებლად სჭირდება.

Mundo Deportivo წერს, რომ დიასის სანაცვლოდ "ბარსა" "მონტევიდეოს" 6 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ დედაქალაქურ კლუბს ფაბრიციოს უფლებების 70%-ში 8 მილიონი ევროს მიღება უნდა. რაც შეეხება დანარჩენ 30%-ს, ამისათვის ბონუსები იქნება გათვალისწინებული, თუ "ლურჯ-ბროწეუილისფერნი" ურუგვაელს გარკვეული დროის განმავლობაში არ გაყიდიან.

წყაროს თანახმად, მხარეთა პოზიციებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი, რომ იგი მოლაპარაკებებით ვერ აღმოიფხვრას.

20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა "მონტევიდეოს" მაისური მიმდინარე სეზონში 10-ჯერ მოირგო. მან თავი 1 ასისტით გამოიჩინა.



Facebook კომენტარები