მადრიდის "რეალი" გუშინ "ჟირონასთან" დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" სატურნირო ცხრილში უპირატესობის 14 ქულამდე გაზრდის შანსი ეძლევა.
ბუნებრივია, ყველა გულშემატკივარს ახლა ის აინტერესებს, თუ კიდევ რამდენი გამარჯვება უნდა მოიპოვონ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა", რათა ლა ლიგის ჩემპიონობა გაინაღდონ.
საამისოდ "ბარსას" კიდევ 4 მოგება სჭირდება.
"სამეფო კლუბს" 7 მატჩი აქვს დარჩენილი. ამჟამად მათ ანგარიშზე 65 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 86 ქულაზე მეტს ვერაფრით აიღებენ. 76-ქულიანმა "ბარსელონამ" 86 ქულიანი ნიშნულის გადასალახად 4 შეხვედრა უნდა მოიგოს.
მაშასადამე, თუ მომდევნო 3 ტურში არც "რეალი" დაკარგავს ქულებს და არც "ბარსელონა", ჩავის გუნდს გაჩემპიონება 34-ე ტურში, "ესპანიოლთან" შეეძლება.
ტრიუმფის სიტკბოს კიდევ უფრო გაზრდის ის ფაქტი, რომ კატალონიური გრანდი თავისი ერთ-ერთი მოსისხლე მტრის სტადიონზე იზეიმებს ისტორიაში 27-ე ლა ლიგის მოგებას.
აქვე გეტყვით, რომ "ესპანიოლამდე" "ბარსელონას" "რაიო ვალეკანოსთან", "ბეტისთან" და "ოსასუნასთან" აქვს სათამაშო.