რის გამო დაურეკეს "ბაიერნიდან" "ბარსელონას" 8:2-ის შემდეგ

რის გამო დაურეკეს "ბაიერნიდან" "ბარსელონას" 8:2-ის შემდეგ

2020 წლის 14 აგვისტო სამუდამოდ ჩაიწერა ფეხბურთის ისტორიაში დღედ, როცა მიუნხენის "ბაიერნმა" გასაოცარი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო "ბარსელონამ" - შემარცხვენელად წააგო.

ამ შეხვედრის გახსენება "ბლაუგრანას" ქომაგებს ალბათ არასდროს ესიამოვნებათ, თუმცა დღეს გავრცელებულმა ცნობამ ეს კიდევ ერთხელ გახადა საჭირო.

თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, 8:2-ის შემდეგ, "რეკორდმაისტერიდან" "ბარსას" ერთ საკითხზე დაუკავშირდნენ.

კერძოდ, ბავარიელებმა "ბარსელონას" პედრი გონსალესის ტრანსფერის შესაძლებლობაზე ჰკითხეს აზრი.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეფობამ ამაზე საუბარიც კი არ ისურვა, რადგან 17 წლის ნახევარმცველზე გუნდში დიდი ავანსებია გაცემული.

2 თვის წინ
508 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ