როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესი "პარი სენ-ჟერმენის" დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ლეოს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი პირველ ივლისს ეწურება და მისი გახანგრძლივების შანსი, დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალიან მცირეა.
მართალია, ფრანგული პრესა იუწყება, რომ 35 წლის მეგავარსკვლავის შენარჩუნების დიდი სურვილი არც "პსჟ-ში" აქვთ, თუმცა ჟურნალისტი ალფრედ მარტინესი სრულიად სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს.
მარტინესის თქმით, "პარკ დე პრენსზე" ლეოს დარჩენაში დასარწმუნებლად კონკრეტული ზომების მიღებას აპირებენ.
"ლა პულგას" პარიზულ კლუბში სპორტული პროექტის არარსებობა აწუხებს, "პსჟ-ში" კი გადაწყვიტეს, რომ მესის ლონდონის "ტოტენჰემიდან" ჰარი კეინი მიუყვანონ.
ლიგა ერთის ლიდერთა რწმენით, 29 წლის ინგლისელის ტრანსფერი მესის კარიერის პარიზში გაგრძელებას გადააწყვეტინებს.
შეგახსენებთ, რომ ჰარის "სპურსსთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. მიმდინარე სეზონში მან თავი 26 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.