1 წლის და 7 თვის წინ
რა ითქვა "ბარსას" გასახდელში "რაიოსთან" წაგების მერე
რა ითქვა "ბარსას" გასახდელში "რაიოსთან" წაგების მერე

კატალონიის "ბარსელონამ" წუხელ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "რაიო ვალეკანოსთან" წააგეს, ანგარიშით 1:2, თუმცა მარცხზე მეტად შემაშფოთებელი თამაშის ის ხარისხი გახლდათ, რომელიც ჩავის გუნდმა გუშინ გვაჩვენა.

"ბლაუგრანამ" მადრიდული გუნდის პრესინგს ვერაფერი დაუპირისპირა. "ელვების" კართან ლა ლიგის ლიდერებს რეალური ხიფათის შექმნა არ გამოსდიოდათ, რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი გოლი კი იღბლის შედეგი უფრო გახლდათ, ვიდრე გააზრებული კომბინაციისა.

ბუნებრივია, არსებული მძიმე სურათი ყველაზე უკეთ თავად ფეხბურთელებმა დაინახეს.

"ბურთის გათამაშების ასეთი რითმით ჩვენ ვერავის დავამარცხებთ," - თქმულა გუნდის გასახდელში გუშინდელი მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ლა ლიგაში კიდევ 10 ქულა აქვს მოსაპოვებელი, რათა მადრიდის "რეალს" დაწევის თეორიული შანსიც მოუსპოს და ტიტული ოფიციალურად გაინაღდოს.


Facebook კომენტარები