2 წლის და 10 თვის წინ
გადაწყვეტილება მიღებულია - "ბარსა" ფეხბურთელს ტრანსფერზე აყენებს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ფრანკ კესიეს ტრანსფერზე დააყენებს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა. ჩავი კესიეს გასხვისებას ხელს არ შეუშლის. მით უფრო მაშინ, თუ ფრანკის წასვლა ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერის განხორციელებას წაადგება.
რაც შეეხება ანდრეას კრისტენსენს, მას ხელშეუხებლის სტატუსი მიენიჭა.
SPORT წერს, რომ ჩავი სწორედ დანიელ ფეხბურთელს მიიჩნევს იმ მნიშვნელოვან ფაქტორად, რამაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაცვის ხაზის სტაბილურობა განაპირობა.
ცნობისთვის, კესიეც და კრისტენსენიც კატალონიურმა გრანდმა 2022 წლის ზაფხულში დაიმატა. მათ სანაცვლოდ კლუბს ერთი ცენტიც კი არ გადაუხდია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი