2 წლის და 9 თვის წინ
მესი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა
ავტორი
Aa
ლიონელ მესი "ბარსელონაში" დაბალ ხელფასზე სათამაშოდ მზადაა, - იუწყება სიკე როდრიგესი.
ჟურნალისტის თანახმად, როგორც კი იარსებებს გარანტია, რომ არგენტინელი მეგავარსკვლავის ტრანსფერს ხელს ლა ლიგა არ შეუშლის, მის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება, რამეთუ ანაზღაურება "ლა პულგასთვის" მეორეხარისხოვანია.
ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს კატალონიური გრანდი წლიურ 10-13 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ამის გათვალისწინებით, მომდევნო სეზონში არგენტინელი "ბარსას" რიგით მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლეოს სურს, რომ თავისი მომავალი გუნდი სეზონის დასრულებამდე ჰქონდეს გარკვეული.
ცნობისთვის, პირველ ივლისს მესი თავისუფალი აგენტი ხდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი