logo

რონალდ კუმანის პირველი კომენტარი მოგებული მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანის პირველი კომენტარი მოგებული მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

"იყო მომენტები, როცა თამაშში ჯეროვანი ინტენსივობით ჩავერთეთ. ალბათ, მეორე ტაიმში ეს უფრო ხშირად ხდებოდა.

ჩვენ მხოლოდ 2 კვირაა ვმუშაობთ და თამაშის დინამიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.

ვიცი, რომ წინა წლებთან შედარებით ტაქტიკა შეცვლილია, თუმცა გვყავს ნახევარმცველები, რომლებიც მეტოქეს საფრთხეს შეუქმნიან და ამ სქემას მოერგებიან. ბურთის მოძრაობა ხაზებს შორის მაღალი ტემპით უნდა ხდებოდეს, რაც გოლებსაც მოიტანს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი ფეხბურთელები ვაინტეგრიროთ. პრესეზონისთვის, 6 კვირის მაგივრად 4 გვაქვს, ამიტომ დარჩენილ 2 კვირას ახლა ტაქტიკურ მომზადებას დავუთმობთ.

სასიხარულოა, რომ მატჩმა ტრავმების გარეშე ჩაიარა." - თქვა კუმანმა.

1 კვირის წინ
6913 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი