3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონა" დაიჩი კამადათი დაინტერესდა
ავტორი
Aa
ფრანკფურტის "აინტრახტისა" და იაპონიის ნაკრების ვარსკვლავი, დაიჩი კამადა შესაძლოა "ბარსელონას" მოულოდნელი დანამატი გახდეს.
Frankfurter Rudushau-ის ინფორმაციით, დაიჩი ახლა არჩევანს "ბარსასა" და "ბორუსია დორტმუნდს" შორის აკეთებს.
მომავალ ზაფხულს კამადა თავისუფალი აგენტი ხდება, რაც კატალონიელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა.
"აინტრახტი" 26 წლის ფეხბურთელს დასარჩენად უფრო დიდ კონტრაქტსაც სთავაზობს, თუმცა მას გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი.
დაიჩის აქტიურად აკვირდებიან იტალიიდანაც.
კამადამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა კატარის მუნდიალზე, სადაც იაპონიის ნაკრებმა ჯგუფში ესპანეთსა და გერმანიას მოუგო.
"აინტრახტის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში ნახევარმცველის მონაგარი 12 გოლი და 4 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი