როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილს კომფორტული სხვაობით ლიდერობს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.
ბომბარდირთა დავის სათავეში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია, რომელსაც 18 გოლი აქვს გატანილი.
რობერტი ჩემპიონატს ლიდერობს გაცუდებული შანსების კუთხითაც. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მან 23 რეალური საგოლე მომენტი გაატანა ქარს, მსგავსი შედეგი კი ესპანეთში არავის აქვს.
მეორე პოზიციაზე "რეალის" სუპერვარსკვლავი ქარიმ ბენზემაა (18 გაცუდებული შანსი), მესამეზე კი - "რეალ სოსიედადის" შემტევი ალექსანდრ სორლოტი (16 შანსი).
რა გასაკვირია, რომ ლევანდოვსკის გაფუჭებული მომენტების უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ პერიოდზე მოდის. სწორედ მუნდიალის პაუზის შემდეგ ამოვარდა პოლონელი ფორმიდან.
ეს სტატისტიკა ასევე ამტკიცებს იმასაც, რომ ოდნავ უფრო მეტი ცივსისხლიანობის გამოვლენის შემთხვევაში, 34 წლის ვარსკვლავს 30-გოლიანი ნიშნულის მიღწევა არ გაუჭირდებოდა.