logo

5 ვარსკვლავი, რომელთა შეძენასთანაც "ბარსა" ახლოს იყო - რონალდუ, კაკა და სხვები

5 ვარსკვლავი, რომელთა შეძენასთანაც "ბარსა" ახლოს იყო - რონალდუ, კაკა და სხვები

"ბარსელონას" ბევრი დიდი ტრანსფერი აქვს გაკეთებული, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც კატალონიელებს დიდი ტრანსფერები ჩაეშალათ. ახლა კი 5 ასეთი მაგალითი გავიხსენოთ.

  • კრისტიანო რონალდუ - 2003 წელს "ბარსელონა" საკმაოდ ახლოს იყო პორტუგალიელის შეძენასთან, ამაზე აქტიურად საუბრობდა Sky Sports. საბოლოოდ, ტრანსფერის გაჩარხვა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო.
  • რიკარდო კაკა - ხუან ლაპორტამ "მილანს" რიკარდო კაკას სანაცვლოდ რონალდინიო შესთავაზა და შეეცადა, რომ ნახევარდაცვის ხაზში კაკა-ჩავი-ინიესტას ტრიო შეექმნა, თუმცა მისი მცდელობები ფუჭი აღმოჩნდა.
  • მესუთ იოზილი - 2010 წელს იოზილმა "ვერდერის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მას საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავდა, მათ შორის კი გახლდათ "ბარსელონაც". კატალონიელებმა მოლაპარაკებები გაწელეს, რის გამოც გერმანელი "რეალს" შეუერთდა.
  • ანდრეა პირლო - 2014 წელს პირლომ საიდუმლო გაამხილა და თქვა, რომ "ბარსელონაში" გადასვლა შეეძლო. თავად ანდრეას სურდა კიდეც "ბლაუგრანაში" გადაბარგება, თუმცა "მილანმა" ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
  • ჯანლუიჯი ბუფონი - ჯერ კიდევ "პარმაში" ყოფნისას, ესპანური კლუბი ცდილობდა ბუფონის გადაბირებას, თუმცა თავად იტალიელმა "იუვენტუსში" გადასვლა ისურვა. კატალონიელებმა ცდა არ დააკლეს, თუმცა ჯიჯის სხვა გეგმები ჰქონდა.

4 დღის წინ
248 / 0
George
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი