1 წლის და 7 თვის წინ
ვის მოიყვანს "ბარსა" მარჯვენა მცველად - 3 ვარიანტი
ვის მოიყვანს "ბარსა" მარჯვენა მცველად - 3 ვარიანტი

"ბარსელონა" მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემებს ხედავს და მისი გაძლიერება სურს, - იუწყება SPORT.

მიმდინარე სეზონში ამ პოზიციას ჟიულ კუნდე იკავებდა, თუმცა ფრანგმა მცველმა ჩავი ერნანდესს განუცხადა, რომ ცენტრალური მცველობა სურს.

კუნდე "კამპ ნოუზე" სწორედ ცენტრალური მცველის სტატუსით მოვიდა და მას ამ სტატუსის აღდგენა სურს.

რაც შეეხება მარჯვენა მცველს, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 3 ვარიანტი აქვთ.

პირველი ხუან ფოიტია, რომელიც ჩავის პირადი ფავორიტია, თუმცა "ვილიარეალი" არგენტინელის 60 მილიონ ევროდ ნაკლებად გაყიდვაზე უარს ამბობს, ეს კი ტრანსფერის შანსს ამცირებს.

მეორე ვარიანტად ჟოაუ კანსელუა. პორტუგალიელ ფლანგელს არც "ბაიერნი" გამოისყიდის და არც "სიტი" შეინარჩუნებს, რაც კატალონიურ გრანდს ხელ-ფეხს უხსნის. მნიშვნელოვანია კანსელუს აგენტის, ჟორჟე მენდეშის ფაქტორიც.

რაც შეეხება ტომას მუნიეს, მას "ბარსას" მრჩეველი, ჟორდი კრუიფი ლობირებს. "ბორუსიას" ბელგიელი ფეხბურთელის დამატებაც რეალური პერსპექტივაა.


Facebook კომენტარები