logo

ტერ შტეგენი ნოემბრამდე არ იქნება - ვის წინააღმდეგ დააკლდება მარკი "ბარსას"

ტერ შტეგენი ნოემბრამდე არ იქნება - ვის წინააღმდეგ დააკლდება მარკი "ბარსას"

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა დაახლოებით ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა.

AS წერს, რომ ამის გამო 28 წლის მეკარე "ბლაუგრანას" ნოემბრამდე არ ეყოლება, რა პერიოდშიდაც გუნდის კარს ნეტო დაიცავს.

ბრაზილიელი კიპერი "ვილიარეალის", "სელტას", "სევილიას", "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს.

გარდა ამისა, იგი მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნეტო "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 2019 წლის ზაფხულში, "ვალენსიადან" დაიმატეს.

4 დღის წინ
303 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი