logo

"მას მადლობას ვუხდი" - "ბარსელონაში" ფეხბურთელის გაშვება დაადასტურეს

"მას მადლობას ვუხდი" - "ბარსელონაში" ფეხბურთელის გაშვება დაადასტურეს

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "ბარსელონაში" გუნდის ბოსნიელი ახალწვეული, მირალემ პიანიჩი წარადგინეს.

30 წლის ნახევარმცველის პრეზენტაციაზე "ბლაუგრანას" ტექნიკურმა დირექტორმა, რამონ პლანესმა ისიც დაადასტურა, რომ გუნდს არტურო ვიდალი ტოვებს.

"მინდა ვისარგებლო მომენტით და არტურო ვიდალს მადლობა გადავუხადო. მას დიდი გული აქვს და ყოველთვის აჩვენებდა უდიდეს ვნებას. ჩილელი უსაზღვრო ენერგიას ასხივებდა და გუნდის მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცა.

ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. კორონავირუსმა კლუბებს დიდი დარტყმა მიაყენა, ამიტომ ჩვენი მიზნები ნათლად უნდა დავსახოთ და ყველა საკითხს ინდივიდუალურად მივუდგეთ." - თქვა პლანესმა.

შეგახსენებთ, რომ ვიდალი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

4 დღის წინ
565 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი