3 წლის და 3 თვის წინ
ოფიციალურად: სერხიო ბუსკესტმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" 34 წლის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
უკანასკნელი მატჩი, რომელშიც გამოცდილმა შუახაზელმა ესპანეთის ნაკრების ღირსება დაიცვა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, მაროკოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შედგა.
ის მატჩი "ფურია როხამ" პენალტების სერიაში, ანგარიშით 0:3 წააგო. ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი თავად ბუსკეტსმაც გააცუდა.
მოარული ხმების თანახმად, სერხიო ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ გეგმავდა, მაგრამ მის გადაწყვეტილებაზე მაროკოსთან განცდილმა კრახმა და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუის ენრიკეს გადაყენებამ იმოქმედა.
"წითელ ხარებში" ჩატარებულ 143 მატჩში ბუსკეტსის მონაგარი 2 გოლია.
ესპანეთის ნაკრებთან ერთად სერხიომ ერთხელ მსოფლიოს, ხოლო ორჯერ - ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი