1 წლის და 7 თვის წინ
"ლამალი მესის ჰგავს" - ჩავი "ბეტისთან" მატჩის შემდეგ
"ლამალი მესის ჰგავს" - ჩავი "ბეტისთან" მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 32-ე ტურში "ბარსელონამ" "რეალ ბეტისს" დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0. გოლები რობერტ ანდრეას კრისტენსენმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რაფინიამ და გვიდო როდრიგრესმა (ავტოგოლი) გაიტანეს.

გუშინ მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: "ბარსას" ძირითად გუნდში შედგა 15 წლის ლამინე იამალის დებიუტი, რომელმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა სწორედ აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა.

"ლამინეს ვუთხარი, რაღაცები ეცადა და მან ეს გააკეთა. როცა მას ვარჯიშზე ხედავ, ხვდები, რომ შეუძლია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.

დემბელემ თავი კარგად იგრძნო.

კრისტენსენი ბრწყინვალე დანამატია. ის ძალიან გვაკლდა.

მატჩი კარგად დავიწყეთ. შემდეგ მეტოქე კაცნაკლული დარჩა და უფრო მეტი გოლის გატანაც შევძელით.

ლამინე იამალს გოლის გატანისა და საგოლე გადაცემის გაკეთების შანსი ჰქონდა. ის საოცარი ტალანტია. ვამსგავსებ თუ არა მას მესის? დიახ, იგი ლეოს მსგავსია, რადგან მოედნის ბოლო მესამედში ეფექტურად თამაშის უნარი აქვს. მას "ბარსელონაში" ეპოქის შექმნა შეეძლება.

არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე ჩვენ მიერ "რაიოს" წინააღმდეგ ნაჩვენები თამაში. ამ მარცხზე რეაგირება დროულად უნდა მოგვეხდინა," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამე 6 ტური რჩება, "ბარსას" კი კიდევ 8 ქულის დაგროვება სჭირდება, რათა ჩემპიონობა გაინაღდოს.


Facebook კომენტარები