3 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონას" ხელშეუხებელი ოთხეული ჰყავს
ავტორი
Aa
"ბარსელონას" დაცვით ოთხეულს ხელშეუხებლის სტატუსი აქვს, - იუწყება ჟურნალისტი ჟერარ რომერო.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ალეხანდრო ბალდეს, რონალდ არაუხოს, ანდრეას კრისტენსენისა და ჟიულ კუნდეს გაყიდვას არ აპირებენ.
"ბლაუგრანა" მხოლოდ მასიურ შეთავაზებებს განიხილავს. მათში იგულისხმება ისეთი წინადადებები, რომელთა ღირებულებაც 90 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
თუმცაღა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბს მსგავსი პირობებით ვინმე მიმართავს, ხსენებული ოთხეულის რომელიმე წევრთან დამშვიდობების შანსი ძალიან მცირე იქნება.
შეგახსენებთ, რომ BACK ოთხეული "ბარსას" მიმდინარე სეზონში ჩამოუყალიბდა. ლა ლიგაში კატალონიური გრანდის მომავალი ტრიუმფი დიდწილად სწორედ ამ კვარტეტის დამსახურებაა, რადგან გუნდს პრიმერაში სულ 11 გოლი აქვს გაშვებული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი