"ბარსელონას" ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგის გუნდში დაბრუნების ალბათობა 80%-ია, - იუწყება ჟურნალისტი ჟოან ფონტესი.
როგორც ჩანს, გაბონელი ცენტრფორვარდის კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ხილვის შანსი იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
ობამეიანგის ლონდონის "ჩელსიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებულმა ტრანსფერებმა, რომლის შედეგადაც "არისტოკრატთა" რიგებში კონკურენცია უკიდურესად გაზარდა, ობამეიანგი ღრმა სათადარიგოდ აქცია. ბუნებრივია, 33 წლის შემტევი ასე გაგრძელებას არ აპირებს.
მოარული ხმების თანახმად, "პენსიონერები" მზად არიან, რომ პიერ-ემერიკს კონტრაქტი გაუწყვიტონ.
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ობამეიანგმა სულ 1 გოლი გაიტანა.
"ბარსელონას" ღირსებას გაბონელი 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე იცავდა. ლა ლიგის 2021/2022 წლების სეზონში მან 11 გოლი შეაგდო.