3 წლის წინ
ოსიმენი თუ კვარაცხელია? - დავიდ ვილიას რჩეული ცნობილია
ავტორი
Aa
კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დავიდ ვილიამ Dazn-თან ინტერვიუში სერია ა-ს საუკეთესო ფორვარდებზე ისაუბრა:
“ოსიმენის თამაში დასადებას იმსახურებს. მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი დონის თავდამსხმელია. ოსიმენს 10 ბალიანი სისტემიდან 8 ქულას დავუწერდი, მისი ფიზიკაც მაოცებს.
კვარაცხელია? ის ოსიმენის თანაგუნდელია და შეიძლება მასზე მაღლაც დგას. შედეგად, მას ვიქტორის მსგავსად 8 ქულას მივანიჭებ. ამ ორ ფეხბურთელს პარტენოპეის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
ლეაოს 7 ქულას დავუწერდი, მას განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე მის თამაშს ვუყურებდი და არ დავმალავ, რომ მომეწონა.” - განაცხადა ვილიამ.
ცნობისთვის, დავიდ ვილია კატალონიის “ბარსელონაში” 2010-2013 წლებში ასპარეზობდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ