3 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონას" ფეხბურთელის სახლი გაქურდეს
ავტორი
Aa
კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" 23 წლის მცველის, ჟიულ კუნდეს სახლი გაქურდეს.
შემთხვევა გუშინ, "ბარსელონასა" და "ბეტისის" მატჩის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.
კუნდემ ინციდენტის შესახებ მანამ არ იცოდა, სანამ სახლში არ დაბრუნდა. წუხელ ფრანგმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ქურდობის ფაქტი ჟიულმა შეატყობინა როგორც პოლიციას, ასევე კლუბს.
შეგახსენებთ, რომ სახლის გაქურდვა "ბარსას" ფეხბურთელთათვის უცხო ნამდვილად არ არის. წარსულში მსგავსი რამ ლუის სუარესს, ჟერარ პიკესა და სამუელ უმტიტის შეემთხვათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი