3 წლის წინ
ლამინე იამალი “ძალიან დიდი ემოციები განვიცადე”
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ “ბარსელონას” შემადგენლობაში 15 წლის ლამინე იამალის დებიუტი შედგა.
ახალგაზრდა მოთამაშე Barca TV-ის ესაუბრა:
“ძალიან დიდი ემოციები განვიცადე “ბეტისთან” მატჩში. როდესაც მოედანზე გავედი, “ბარსას” გულშემატკივრების კამპ ნოუზე ნახვა საოცარი გრძნობა იყო. თუმცა ნელ-ნელა ნერვები დავიმშვიდე და ვეცადე თავი მაქსიმალურად კომოფრტულად მეგრძნო.” - განაცხადა იამალმა.
ცნობისთვის, ლამინეს შემოსვლის შემდეგ გოლის გატანის და საგოლე გადაცემის გაკეთების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ამ ეტაპზე იღბალმა ზურგი აქცია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ