logo

როგორ ამსხვრევს მესი ფიზიკის კანონებს (ვიდეო)

"ბარსელონასთვის" 2011/12 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა. "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ, ლა ლიგა "რეალს" დაუთმეს და მხოლოდ კოპა დელ რეის ამარა დარჩნენ.

მიუხედავად ამისა, ინდივიდუალურ დონეზე ლეო მესიმ საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა - 73 გოლი 60 მატჩში.

ამ 73-დან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი "ბარსას" ათიანმა მადრიდის "ატლეტიკოს" კარში, საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო.

"ლა პულგამ" მოულოდნელად დაარტყა და ფიზიკის კანონების დარღვევით, ბურთი ტიბო კურტუასგან მარცხენა მაღალ კუთხეში მოათავსა.

ბელგიელ კიპერს იმდენად გაოცებული სახე ჰქონდა, დიდი ალბათობით, ეს გოლი ცხოვრების ბოლომდე არ დაავიწყდება.


1 თვის წინ
351 / 0
George
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 808
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ