3 წლის და 1 თვის წინ
"ბარსას" ფეხბურთელებს მტრის სტადიონზე გაჩემპიონება სურთ
ავტორი
Aa
შაბათს "ბარსელონამ" "რეალ ბეტისს" ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო და ლა ლიგის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
პრიმერას ჩემპიონობამდე ჩავის ბიჭებს 8 ქულის აღება აშორებთ.
Diario AS-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ფეხბურთელები ისურვებდნენ, რომ 34-ე ტურში, "ესპანიოლის" სტადიონზე გაჩემპიონებულიყვნენ.
კატალონიელთა სურვილის ასასრულებლად ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი ისაა, რომ "ბარსამ" 2 მაისს "ოსასუნა" უნდა დაამარცხოს. რაც შეეხება მეორე პირობას, იგი მადრიდის "რეალს" ეხება - "სამეფო კლუბი" "რეალ სოსიედადთან" უნდა დამარცხდეს.
თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ტიტულის ჩაბარება 14 მაისს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ, მოსისხლე მტრის სტადიონზე მოგებით შეეძლებათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი