ჟორჟე მენდეშმა "ბარსელონას" შეატყობინა, რომ ზაფხულში კლუბს ანსუ ფატის 70 მილიონ ევროდ გაყიდვა შეეძლება, - იტყობინება Diario SPORT.
პორტუგალიელი აგენტის რწმენით, მას შეუძლია "ბლაუგრანას" ამ ღირებულების შეთავაზება მოუტანოს. მენდეშს ანსუს გაშვება ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს.
20 წლის თავდამსხმელი მრავალი ინგლისური კლუბისთვის დაუკავშირებიათ. გაიჟღერა "ნიუკასლ იუნაიტედის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" ვარიანტებმა, თუმცა არავინ იცის, რომელი მათგანის აქტიურობის იმედი აქვს მენდეშს.
ესპანურ პრესაში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, "ბარსას" ანსუმანეს გასხვისება თითქმის გადაწყვეტილი აქვს, რადგან კატალონიურ გრანდს ეს ფინანსური ფეარ-პლეის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ფატის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მიღების პრობლემაც აქვს, მაგრამ ახალგაზრდას "კამპ ნოუდან" აბარგება მაინც არ სურს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანსუმ თავი 7 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.