logo

"ბარსას" ცოტა დრო რჩება - რადარზე კიდევ ერთი ფორვარდია

"ბარსას" ცოტა დრო რჩება - რადარზე კიდევ ერთი ფორვარდია

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" კვლავ აგრძელებს თავისი ტრავმირებული ცენტრ-ფორვარდის, ლუის სუარესის შემცვლელის ძებნას.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" თვალი მრავალ შემტევს დაადგეს. ახლა კი Gol იტყობინება, რომ "ბარსა" ტიმო ვერნერზე გადართვას გეგმავს. გამომდინარე არსებული დროიდან, კატალონიელები მზად არიან გერმანელ ტალანტში საკმაოდ დიდი თანხები გადაიხადონ და ის მომდევნო 48 საათში გაიფორმონ. ძნელი სათქმელია, გადმობარგდება თუ არა ტიმო "კამპ ნოუზე", მაგრამ ამავე სტატიის ავტორის სიტყვებს თუ ვენდობით, ეს არც ისეთი წარმოუდგენელი გახლავთ.

სამწუხაროდ, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ლაიფციგიდან" ტიმო ვერნერის იანვარში დამატება არარეალურად შეფასდა.


8 თვის წინ
1574 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 797
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ