2 წლის და 4 თვის წინ

"ბარსელონა" უილფრიდ ზაჰას უმიზნებს

ავტორი
Aa
"ბარსელონას" შეტევის გასაძლიერებად პრემიერ ლიგიდან გარემარბის წაყვანას აპირებს.
Mundo Deportivo ირწმუნება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ლონდონის "კრისტალ პალასის" ვარსკვლავით, უილფრიდ ზაჰათი ინტერესდებიან.
კოტ-დ'ივუარელ ფეხბურთელს "არწივებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და იგი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადის.
ზაჰასთვის ბრძოლაში "ბლაუგრანას" კონკურენტები "ჩელსი" და "არსენალი" იქნებიან.
იმ ფონზე, რომ კატალონიურ გრანდს შეტევის მარცხენა ფლანგზე გაძლიერება სჭირდება, ხოლო ზაჰა გუნდში უფასოდ მოვა, 30 წლის ვინგერი ნამდვილად საინტერესო კანდიდატურა უნდა იყოს.
"კრისტალ პალასის" მაისურით ჩატარებულ 450 მატჩში უილფრიდის ანგარიშზე 90 გოლი და 76 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 საათის და 19 წუთის წინ

როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა
5 დღის და 23 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 კვირის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე