1 წლის და 6 თვის წინ
"ლა ლიგა თითქმის მოგებულია" - ჩავი "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ
"ლა ლიგა თითქმის მოგებულია" - ჩავი "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ

ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ოსასუნა" დაამარცხა. კაცნაკლულ მეტოქეს კატალონიელებმა ჟორდი ალბას მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით მოუგეს.

დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილება ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოხატა.

"რაფინიას მუხლის პრობლემა ჰქონდა და მეორე ტაიმის სტარტზევე თქვა, რომ თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. სწორედ ამიტომ დავაჩქარეთ დემბელეს მოედანზე შეყვანა.

ლა ლიგა თითქმის მოგებულია. "ვალეკასზე" წაგების შემდეგ, ეს 6 ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა დაველოდებით, რა მოხდება სან სებასტიანში. ეს 6 ქულა წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

გვჯერა, რომ რაფინიამ უბრალოდ ტკივილი იგრძნო და სერიოზული არც გავის დაზიანებაა.

არასატესა და "ოსასუნას" ყველა ფეხბურთელს წარმატებას ვუსურვებ. მათ კოპა დელ რეის ფინალში გასვლა მივულოცე," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 14 მაისს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ ელოდებათ.


Facebook კომენტარები