2 წლის და 11 თვის წინ
ალემანი მიდის - სად გააგრძელებს კარიერას მატეუ
ალემანი მიდის - სად გააგრძელებს კარიერას მატეუ

"ბარსელონამ" გუშინ ღამით ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს მატეუ ალემანი დატოვებს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, "ბლაუგრანას" ჯერ კიდევ მოქმედი სპორტული დირექტორი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის წევრი პირველი ივლისიდან აღარ იქნება.

მიუხედავად ამ თარიღისა, ალემანიმ ჟოან ლაპორტას პირობა მისცა, რომ იგი კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განსახორციელებელი ყველა ოპერაციის ბოლომდე მიყვანაში დაეხმარება, თუნდაც ეს ფანჯრის უკანასკნელ დღეებამდე გაიწელოს.

The Athletic-ის ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინს თუ დავუჯერებთ, ალემანი კარიერას ინგლისურ "ასტონ ვილაში" გააგრძელებს.

La Vanguardia წერს, რომ "ბარსელონას" ბირმინგემული კლუბის შეთავაზების გადაფარვა არც კი უცდია, რადგან "ლომებმა" ალემანის ისეთი ფინანსური წინადადებით მიმართეს, რომლის განმეორების სახსრები "ლურჯ-ბროწეულისფერთ" არ მოეძევებათ.

სხვათა შორის, ალემანის წასვლის ერთ-ერთ მიზეზად კლუბის მიერ ლიონელ მესის დაბრუნების გადაწყვეტილებასაც ასახელებენ. Relevo-ს ცნობით, მატეუს ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის ტრანსფერის განხორციელება სწორ ნაბიჯად არ მიაჩნია.

შეგახსენებთ, რომ მატეუ ალემანი "ბარსელონაში" 2021 წლიდან მუშაობს. იგი კლუბში ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ მოვიდა.


Facebook კომენტარები