1 წლის და 5 თვის წინ
ლამინეს დებიუტმა "ბარსას" ფეხბურთელებში უკმაყოფილება გამოიწვია
ლამინეს დებიუტმა "ბარსას" ფეხბურთელებში უკმაყოფილება გამოიწვია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის გასულ უქმეებზე გამართულ მატჩში შედგა კატალონიური გრანდის 15 წლის ტალანტის, ლამინე იამაილის დებიუტი ლა ლიგაში. ლამინეს დაახლოებით 10 წუთი დაეთმო, რა დროშიც მან გულშემატკივრისთვის თავის დამახსოვრება ნამდვილად მოახერხა.

El Nasional-ის ინფორმაციით, იამალისთვის ამ შანსის მიცემამ "ბლაუგრანას" გასახდელში არცთუ დადებითი რეაქცია გამოიწვია.

ესპანური გამოცემა ირწმუნება, რომ ფერან ტორესი და პაბლო ტორე უკმაყოფილონი დარჩნენ, რომ ჩავი ერნანდესმა მოედანზე 15 წლის მოთამაშე შეუშვა, ისინი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ზოგიერთ ფეხბურთელს სჯერა, რომ ლამინეს დებიუტი ჟოან ლაპორტას მიერ ჩავის წნეხში მოქცევის შედეგია. არსებული რწმენით, ტალანტის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "ბარსა" აიძულა, მისი კლიენტისთვის სათამაშო წუთები პირველ გუნდშიც მიეცათ.

"ბარსელონასთან" კონტრაქტი ლამინეს მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება. მისით პრემიერლიგური და ბუნდესლიგური კლუბები უკვე ინტერესდებიან, რაც მენდეშს "ბლაუგრანასთვის" ულტიმატუმების წაყენების საშუალებას აძლევს. არაა გამორიცხული, სწორედ ამას განეპირობებინა ლამინეს ასეთი ნაადრევი დებიუტი.

შეგახსენებთ, რომ იამალი "ბარსას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. მან პირველი გუნდის მაისური 15 წლისა და 290 დღის ასაკში მოირგო.


Facebook კომენტარები