1 წლის და 6 თვის წინ
ანსუ "ბარსელონადან" ერთადერთ შემთხვევაში წავა
ანსუ "ბარსელონადან" ერთადერთ შემთხვევაში წავა

ჟორჟე მენდეშს ანსუ ფატის ოჯახისთვის შეთავაზებები არ გაუცნია, - იუწყება ჟურნალისტი ელენა კონდისი.

წყაროს თანახმად, აგენტს მხოლოდ იმის გაგება სურდა, შეიცვალა თუ არა აზრი 20 წლის თავდამსხმელმა "ბარსელონას" დატოვებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ესპანელის პოზიცია უცვლელია: მას წარმატების მიღწევა "ბლაუგრანაში" სურს.

კონდისის ცნობით, არსებობს მხოლოდ ერთადერთი პირობა, რა შემთხვევაშიც ანსუ ახალი თავგადასავლის დაწყებაზე თანხმობას განაცხადებს.

თუ ფატის თავად ჩავი ერნანდესი ეტყვის, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედის, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანი გუნდს გამოიცვლის. მოვლენათა განვითარების სხვაგვარი სცენარი არ განიხილება.

ესპანურ პრესაში მოარული ხმების მიხედვით, "ბარსელონას" ანსუმანეს ზაფხულში გაყიდვა უნდა, რათა კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაამჯობესოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფორვარდმა თავი 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები