3 წლის და 4 თვის წინ
ვინ მუშაობს ყველაზე მეტს სავარჯიშო დარბაზში - ეს ლევანდოვსკი არ არის
ავტორი
Aa
Jijante-სთან ჩაწერილ ინტერვიუში, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ერიკ გარსიამ თავისი თანაგუნდელის, ანსუ ფატის შესახებ ისაუბრა.
"ანსუ მენტალურად ძალიან ძლიერია. სავარჯიშო დარბაზში მასავით ვერავინ მუშაობს. ის თავს კარგად უვლის.
მსოფლიო ჩემპიონატისას ანსუ განსაკუთრებული ნაპერწკლით შრომობდა," - თქვა ერიკმა.
ბევრი გულშემატკივარი იფიქრებდა, რომ სავარჯიშო დარბაზში ყველაზე დიდ დროს "ბარსას" 34 წლის სუპერვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი ატარებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ანსუ მას ტოლს არ უდებს.
გარკვეულწილად, ფატის მიერ ფიზიკურ მომზადებაზე დახარჯულ დიდ ენერგიას უნდა მივაწეროთ, რომ მიმდინარე სეზონში იგი გუნდს არ გამოკლებია და მუდამ მზადაა სათამაშოდ.
ცნობისთვის, ანსუმანეს მონაგარი 3 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას შეადგენს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი