2 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია - როდის გადაწყვიტა მესიმ "პსჟ-დან" წასვლა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ფაბრიციო რომანომ დღეს დაადასტურა, რომ ლიონელ მესი "პარი სენ-ჟერმენს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
არგენტინელი მეგავარსკვლავის მიერ პარიზში გატარებული ორი წარუმატებელი სეზონი საკმარისი გამოდგა, რათა მას "პარკ დე პრენსზე" თამაშის სურვილი დაეკარგა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლეომ "პსჟ-ს" დატოვება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი ლიგა ერთის ლიდერებმა გუნდიდან ორკვირიანი მოკვეთით დასაჯეს. "ლა პულგასთვის" დაწესებული სანქციის მიზეზად მისი საუდის არაბეთში დაუკითხავად გამგზავრება დასახელდა.
35 წლის შემტევი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. "ბარსელონას" მისი დაბრუნება უფასოდ შეეძლება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი