2 წლის და 11 თვის წინ
ფატი თუ მესი - ვინ იქნება "ბარსას" ათიანი, თუ ლეო დაბრუნდა
ფატი თუ მესი - ვინ იქნება "ბარსას" ათიანი, თუ ლეო დაბრუნდა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ლიონელ მესის დაბრუნებას უფრო და უფრო უახლოვდება.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლეო კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს, მისი სახლში დაბრუნება კი იმაზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა ლა ლიგა კატალონიური გრანდის სატრანსფერო გეგმას.

გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა, რა თქმა უნდა, "ბლაუგრანაში" ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დასახვედრად უკვე ემზადებიან.

Diario AS წერს, რომ ჟოან ლაპორტას სურს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათნომრიანი მაისური ისევ მესიმ ჩაიბაროს.

"ბარსას" ათიანი ახლა ანსუ ფატია. ესპანელმა ეს ნომერი "ლა პულგას" წასვლის შემდეგ მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილებით მასზე გაცემული ავანსები ნამდვილად ვერ გაამართლა.

გასარკვევი მხოლოდ ისაა, მესის დაბრუნების შემთხვევაში, ფატის "ბარსელონა" გაყიდის და ასე გაათავისუფლებს ათიანს, თუ ანსუს ნომრის დათმობა მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანაში" 20 წლის ფორვარდის გასხვისება უნდათ, მაგრამ ანსუმანე წასვლაზე არც კი ფიქრობს.


Facebook კომენტარები