3 წლის და 5 თვის წინ
ცნობილია - რომელ მატჩში დაუბრუნდება არაუხო "ბარსელონას"
ავტორი
Aa
რონალდ არაუხოს სამედიცინო შტაბი მწვანე შუქს პარასკევს აუნთებს, - იუწყება Diario AS.
კვირას "ბარსელონას" თანაქალაქელ "ესპანიოლთან" ელოდება მატჩი, თუმცა იმ შეხვედრისთვის ურუგვაელი მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრება.
წყაროს თანახმად, არაუხო ეცდება, რომ ძირითად თერთმეტეულს 8 იანვარს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ რონალდმა ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო და ოპერაციაც გაიკეთა.
23 წლის უკანახაზელი ურუგვაის ნაკრებს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ახლდა, თუმცა მოედანზე 1 წამიც არ გაუტარებია.
რაც შეეხება კატალონიურ დერბის, იგი 31 დეკემბერს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი