logo

როგორი იყო "ბარსელონა" მესის დებიუტამდე

როგორი იყო "ბარსელონა" მესის დებიუტამდე

ძალიან რთულია გახსოვდეს ის დრო, როცა ლეო მესი "ბარსელონას" მაისურით არ თამაშობდა, თუმცა მოდი, გავიგოთ, თუ როგორი იყო მაშინდელი "ბლაუგრანა".

"ლა პულგას" "კამპ ნოუზე" მთელი კარიერა აქვს გატარებული. ახლა ის 33 წლისაა და კლუბთან კიდევ ერთი საკონტრაქტო წელი აქვს დარჩენილი. გაახანგრძლივებს თუ არა მესი ხელშეკრულებას, მაინც აშკარაა, რომ მას "ბარსაში" დიდი დრო აღარ დარჩენია.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანასკნელი მატჩი მესის დებიუტამდე, 2004 წლის ოქტომბერში შედგა.

მაშინ "ბარსამ" "ნუმანსია" დაამარცხა, ანგარიშით 1:0. ვნახოთ, თუ როგორი გახლდათ გუნდის სასტარტო შემადგენლობა იმ შეხვედრაში:

ვიქტორ ვალდესი

"ლა მასიის" გამოვლის შემდეგ, ვიქტორმა "ბარსას" ძირითად მეკარედ დაიმკვიდრა თავი.

მან 2004/05 წლების სეზონში სულ 43 მატჩი ჩაატარა და კარიერაში პირველად მოიგო ზამორას ჯილდო.

ჟულიანო ბელეტი

ბრაზილიელი ფლანგელი "ბარსამ" 2004 წელს "ვილიარეალიდან" იყიდა.

მისი კატალონიური კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის ფინალში, ლონდონის "არსენალის" კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი გახლავთ.

მიუხედავად ამ ისტორიული გოლისა, 1 წლის შემდეგ ჟულიანო "ჩელსიში" გაყიდეს.

რაფაელ მარკესი

რაფა "ბარსელონას" ერთი სეზონით ადრე შეუერთდა და მალევე იქცა ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად.

მესის გვერდით მექსიკელმა 6 წელი გაატარა და 2010 წელს "ასულგრანა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

კარლეს პუიოლი

პუიმ კაპიტნის სამკლავური 2004/05 წლების სეზონის დაწყებამდე მოირგო. ყველა ტურნირზე ესპანელმა 45 მატჩი ჩაატარა და ლა ლიგის თასიც აწია.

კარლესი "ბარსას" დაცვის სული და გული გახლდათ კარიერის დასრულებამდე, რაც 2014 წელს მოხდა.

ჯოვანი ვან ბრონხოსტი

ჯიო ოთხი სრული სეზონის მანძილზე "ბარსას" ძირითადი მარცხენა მცველი იყო.

ბუნებრივია, რომ მას მესისთან ვარჯიშებზე დაპირისპირება ხშირად უხდებოდა. აი, რას ამბობს იგი ლეოზე:

"როცა ის ვარჯიშზე მოდიოდა, ყველას დასცინოდა თავისი თამაშით. მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო. მესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია."

ჩავი

ჩავის 2004 წელს, როცა მესის დებიუტი შედგა, უკვე 250 მატჩზე მეტი ჰქონდა ჩატარებული "ბარსელონას" მაისურით.

მიუხედავად ამისა, მან მომდევნო წლებში თავისი მემკვიდრეობა კიდევ უფრო გაზარდა, მოიგო 4 ჩემპიონთა ლიგა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა.

2015 წელს ერნანდესი ყატარულ "ალ სადში" გადაბარგდა.

დეკუ

პორტუგალიელი "პორტუდან" სულ ახალი გადმოსული იყო, ამიტომ "ბარსას" მაისურით სულ 8 ჯახში მიეღო მონაწილეობა.

მომდევნო 4 წლის მანძილზე დეკუ ნახევარდაცვის მთავარ ფანტაზისტად ჩამოყალიბდა. მოიგო 2 ლა ლიგა და 1 ჩემპიონთა ლიგა

რონალდინიო

გაუჩო მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად სავსებით სამართლიანად ითვლებოდა. ბრაზილიელმა მესი თავისი ფრთის ქვეშ შეიფარა და ლეოს სადებიუტო გოლიც თავად შექმნა.

მიუხედავად ამისა, პეპ გვარდიოლამ რონალდინიოს გუნდში გაჩერება არ იშორვა და 2008 წელს "მილანში" გაუშვა.

დინიოს 10 ნომრიანი მაისური მესიმ ჩაიბარა და როგორც ამბობენ, დანარჩენი ისტორიაა.

სამუელ ეტოო (ედმილსონი, 60) (ოლეგერი, 65)

კამერუნელი "ბარსას" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო 2004 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე. 

მან ავანსები პირველივე სეზონში გაამართა და 45 მატჩში 29 გოლი შეაგდო.

2008/09 წლების სეზონში სამუელმა ტიერი ანრისთან და ლეო მესისთან ერთად საოცარი ტრიო შექმნა და ტრიპლეტიც მოიგო.

2009 წელს ეტო'ო "ბარსამ" ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერში ჩართო და მილანის "ინტერში" გაასხვისა, სადაც აფრიკელმა კიდევ ერთი ტრიპლეტი მოიგო.

ედმილსონი "ნუმანსიასთან" მატჩში ჩართვიდან ხუთ წუთში დაიმტვრა და სეზონის უდიდესი ნაწილი გამოტოვა.

რაც შეეხება ოლეგერს, იგი "ლა მასიას" პროდუქტია. 2004/05 წლების სეზონში ლა ლიგის 36 თამაშში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი მაინც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში აქტიური ჩართვით დაგვამახსოვრა.

ლუდოვიკ ჟიული (ანდრეს ინიესტა, 46)

ჟიული იმ დროს 28 წლის იყო და მესის პირველ გუნდში ინტეგრაციასთან ერთად, სათამაშო წუთებიც უფრო და უფრო უმცირდებოდა.

რაც შეეხება ინიესტას, ის სეზონი მისთვის ძირითადი გუნდის წევრის სტატუსით პირველი გახლდათ.

ანდრესმა იმედები მთლიანად გაამართლა და "ბლაუგრანას" საკვანძო ნახევარმცველის წოდებას კიდევ 10 წელი ღირსეულად ატარებდა.

ჰენრიკ ლარსონი

ლარსონმა "ნუმანსიასთან" გადამწყვეტი გოლი შეაგდო, მაგრამ ტრავმების გამო იმ სეზონში სულ 12 მატჩი ჩაატარა.

კატალონიური გრანდის მაისურით მისთვის ბოლო შეხვედრა 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოდგა, სადაც მან ორი საგოლე პასი გააკეთა და მშობლიურ შვედეთში დაბრუნდა.

3 კვირის წინ
448 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 886
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ