2 წლის და 12 თვის წინ
მესიმ იცის, რატომაც დასაჯეს - ლეოს სურვილი ცნობილია
მესიმ იცის, რატომაც დასაჯეს - ლეოს სურვილი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ დღეს სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუდის არაბეთში კლუბისგან დაუკითხავად წასვლაზე ისაუბრა და თანაგუნდელებს მოუბოდიშა.

TyC Sports-ის ჟურნალისტ გასტონ ედულის თქმით, ლეოს ეს მიმართვა მის მომავალთან დაკავშირებით არაფერს ცვლის.

ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლა აქვს განზრახული. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.

ლიონელს უბრალოდ ის უნდა, რომ "პსჟ-სთან" მისი ურთიერთობა ცივილურად დაასრულოს. 35 წლის მეგავარსკვლავი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ფიქრობს.

წყაროს თანახმად, ლეომ ისიც იცის, რომ გუნდისგან მისი ორკვირიანი მოკვეთა არა საუდის არაბეთში გამგზავრების გამო დასჯაა, არამედ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმით "დამსახურებული" შურისძიება.

ცნობისთვის, ზაფხულში მესი თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში იგი "პსჟ-ს" 20 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით დაეხმარა.


Facebook კომენტარები