2 წლის და 11 თვის წინ
დე იონგი და ტერ შტეგენი "ბარსას" ისევ უნდა დაეხმარონ
დე იონგი და ტერ შტეგენი "ბარსას" ისევ უნდა დაეხმარონ

უკვე მესამე წელია, რაც ხელფასის შემცირებისა და გადავადების საკითხი "ბარსელონას" ზაფხულის უცვლელი თანმდევია. როგორც ჩანს, ეს წელსაც განმეორდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ანაზღაურების მომავალ წლებზე გადანაწილებას მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ფრენკი დე იონგს სთხოვს.

კატალონიური გრანდი თავის ვარსკვლავებს უფრო გრძელვადიან კონტრაქტებს შესთავაზებს, თუმცა ამჟამად მისაღებ ხელფასს შეუმცირებს. ეს კლუბს ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

ტერ შტეგენს "ბარსასთან" კონტრაქტი 2025, ხოლო დე იონგს - 2026 წლის ზაფხულში ეწურება. ხელშეკრულებების კიდევ 2-3 სეზონით გახანგრძლივების შემთხვევაში, გერმანელი და ნიდერლანდელი მოთამაშეები ახლა ნაკლებ თანხას მიიღებენ, მაგრამ მომავალში მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ისინი, საბოლოო ჯამში, ფინანსურ სარგებელს ნახავენ.

პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა "ბლაუგრანა" ჯერ თავის გეგმაზე  ლა ლიგის დასტურს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ მარკ-ანდრემ და ფრენკიმ ხოსეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს უკვე გააკეთეს.


Facebook კომენტარები