2 წლის და 4 თვის წინ

"ალ ჰილალი" "ბარსელონას" 2 ფეხბურთელს უმიზნებს

ავტორი
Aa
ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი პარიზში დარჩენა თითქმის გამორიცხულია.
"ბარსელონა" არგენტინელი მეგავარსკვლავის დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა ლეოს ჰყავს სხვა მსურველიც.
ჟურნალისტ მუჰამედ ბუაფსის ინფორმაციით, "ლა პულგას" დამატება უნდა საუდის არაბულ "ალ ჰილალსაც".
"ალ ჰილალი" მესის მოთაფვლას მისი მეგობრების გაფორმებით აპირებს - წყაროს თანახმად, კლუბი უკვე დაუკავშირდა სერხიო ბუსკეტსს, ჟორდი ალბასა და მარკო ვერატის.
ბუსკეტსს "ბარსელონასთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ალბას კი კი კიდევ 1 საკონტრაქტო წელი აქვს დარჩენილი.
გაცხადებულია, რომ "ბლაუგრანას" კაპიტანს მომდევნო სეზონში მესის გვერდით სურს თამაში, ამიტომ სერხიოსა და ლეოს მომავალი ერთგვარად გადაჯაჭვულია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
44 წუთის წინ

როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა
5 დღის და 22 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 კვირის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე