3 წლის და 5 თვის წინ
ლაპორტას მესის დაბრუნების სჯერა - რაზე ფიქრობენ "ბარსაში"
ავტორი
Aa
ჟოან ლაპორტას ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების იმედი ისევ აქვს, - იუწყება Cadena Cope.
ჟურნალისტი ელენა კონდისი ირწმუნება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენლები ლა ლიგასთან შეხვედრების ფორმატში მუშაობას აგრძელებენ.
ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელისთვის შეთავაზების გაკეთება ჯერ კიდევ ნაადრევია.
წყაროს თანახმად, "ბარსა" ფეხბურთელთა გაყიდვის შესაძლებლობებსაც განიხილავს. ყველაზე რეალურ ვარიანტად რაფინიას პრემიერ ლიგაში გასხვისება მიიჩნევა. ეს ოპერაცია კლუბს 70-80 მილიონ ევროს მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მეგავარსკვლავს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი პირველ ივლისს ეწურება. მიმდინარე სეზონში ის პარიზელებს 20 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი