როგორც მოგეხსენებათ, Laureus Sports Award-ზე "ბარსელონას" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გუნდის ლეგენდას, ლიონელ მესის შეხვდა. ვარსკვლავებს შორის დიალოგიც შედგა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ დიალოგის შინაარსი:
მესი: "ყველაფერი კარგად მიდის ბარსელონაში?"
ლევანდოვსკი: "კი, კარგად."
ანტონელა (ლეოს მეუღლე): "ისინი ქალაქზე შეყვარებულები არიან (საუბარია რობერტსა და მის მეუღლეზე)."
ლევანდოვსკი: "კი, ასეა."
მესი: "კასტელდეფელსში ცხოვრობთ?"
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანაში" თამაშისას, არგენტინელი მეგავარსკვლავი სწორედ კასტელდეფელსში ცხოვრობდა. იქვე დასახლდა ლევანდოვსკიც. პოლონელ გოლეადორს აპარტამენტები აქვს მალიორკაზეც.
ცნობისთვის, გუშინ მესი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი ლიონელმა კარიერაში მეორედ დაიმსახურა.