2 წლის და 11 თვის წინ
გადაწყვეტილება მიღებულია - ბუსკეტსის მომავალი გაირკვა
გადაწყვეტილება მიღებულია - ბუსკეტსის მომავალი გაირკვა

სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დატოვებს, - იტყობინება Relevo.

ესპანელი ნახევარმცველის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების ამბავი თითქმის ყველა სანდო წყარომ დაადასტურა.

ხავი მიგელის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" კაპიტანი ხვალ თანაგუნდელებს შეხვდება და საკუთარ გადაწყვეტილებას გააცნობს. "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა და სხვა კაპიტნებმა ამაზე რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს.

სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება ოფიციალური განცხადებაც.

ფერან მარტინესის თქმით, ბუსკეტსმა წასვლის შესახებ ჟოან ლაპორტას დღეს ამცნო. 34 წლის ნახევარმცველი ლიონელ მესის მომავლის გარკვევას ელოდა, თუმცა სერხიოს ახლა მიაჩნია, რომ ლეოს "კამპ ნოუზე" დაბრუნება რთული წარმოსადგენია და ეს ხანგრძლივი საგა იქნება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხუთიანს შეთავაზებები აქვს MLS-სა და საუდის არაბეთიდან.



Facebook კომენტარები