3 წლის და 5 თვის წინ
ოფიციალურად: ბუსკეტსი სეზონის ბოლოს წავა
ავტორი
Aa
სერხიო ბუსკეტსმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს.
დასტური მივიღეთ "ბლაუგრანასგანაც" - კატალონიური გრანდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც სერხიო თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსი "ბარსას" ძირითად გუნდში 2008 წელს დააწინაურეს და იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საკვანძო ფიგურად იქცა.
"ბლაუგრანას" მაისურით სერხიოს 719 მატჩში მიუღია მონაწილეობა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ლეო მესისა (778) და ჩავი ერნანდესს (767) ჩამორჩება.
ბუსკეტსის აქტივშია 18 გოლი, 45 საგოლე გადაცემა, 8 ლა ლიგა, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 საკლუბო მუნდიალი, 7 კოპა დელ რეი, 3 ევროპის სუპერთასი.
გამოცდილი შუახაზელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში კიდევ 5 მატჩს ჩაატარებს, ივნისიდან კი ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი