სერხიო ბუსკეტსის სეზონის ბოლოს წასვლის ამბავი დღეს ოფიციალურად დადასტურდა.
34 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" კაპიტნის როლს ასრულებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნების ოთხეულში მალე ცვლილება გვექნება.
SPORT წერს, რომ ბუსკეტსის აბარგების შემდეგ, კაპიტანთა ოთხეული შემდეგნაირი იქნება:
კაპიტანი: სერხი რობერტო
ვიცე-კაპიტანი: ჟორდი ალბა
მესამე კაპიტანი: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
მეოთხე კაპიტანი: უსმან დემბელე
ოთხეულის ახალი წევრი უსმან დემბელეა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით, გუნდში მე-4 ადგილზეა. სწორედ ამიტომ მიიღებს იგი სამკლავურს იმ მატჩებში, სადაც რობერტო, ალბა და ტერ შტეგენი არ ითამაშებენ.
ცნობისთვის, ბოლომდე გარკვეული ჯერ არც ალბასა და რობერტოს მომავალია, ამიტომ ცვლილებები შეიძლება კიდევ გახდეს საჭირო.