logo

ანტუან გრიზმანის კატასტროფული სტატისტიკა

ანტუან გრიზმანის კატასტროფული სტატისტიკა

როგორც მოგეხსენებათ, ამ წუთებში მიმდინარეობს ლა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი, სადაც "ბარსელონა" გასვლაზე "ხეტაფეს" ვერ უგებს - 0:0.

"ლურჯ-ბროწეულისფერთაგან" ყველაზე რეალური მომენტი ანტუან გრიზმანს ჰქონდა, რომელმაც მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა, ბურთი კარს ააცილა.

ამ დარტყმის გაცუდების შემდეგ, 29 წლის ფორვარდს კატასტროფული მაჩვენებელი დაუფიქსირდა:

2020 წელს ანტუანმა ლა ლიგაში 28 დარტყმა განახორციელა, საიდანაც გოლად სულ 2 იქცა, 14 კარს აცდა, 7 დაიბლოკა და 5-იც მეტოქის გოლკიპერმა მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ფრანგის ანგარიშზე არც გოლია და არც საგოლე პასი.

1 კვირის წინ
293 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 886
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ