logo

პირველად, 17 წლის შემდეგ - რა ქნეს "ბარსამ" და "რეალმა"

პირველად, 17 წლის შემდეგ - რა ქნეს "ბარსამ" და "რეალმა"

ლა ლიგის მე-6 ტური "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალისთვის" კატასტროფული გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის მოახლოების გამო, ორივე გრანდმა შაბათს ითამაშა და ორივე ერთი და იმავე ანგარიშით (0:1) დამარცხდა - "სამეფო კლუბი" შინ "კადისთან", ხოლო "ბლაუგრანა" გასვლაზე "ხეტაფესთან".

მოგეხსენებათ, რომ მომავალ უქმეებზე, 24 ოქტომბერს, "ბარსა" და "რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ბოლო შემთხვევა, როცა კლუბებმა "ელ კლასიკოს" წინა ტურში ერთდროულად წააგეს, 2003 წლის აპრილში დაფიქსირდა.

საინტერესოა, რომ ესპანურმა გრანდებმა მაშინაც იდენტური ანგარიშით წააგეს: "რეალი" სან-სებასტიანში, "სოსიედადთან" დამარცხდა (2:4), ოლო "ბლაუგრანამ" შინ "დეპორტივოსთან" დაკარგა ქულები (2:4).

1 კვირის წინ
340 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 886
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ