1 წლის და 6 თვის წინ
გვარდიოლა: "მესი? მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი"
გვარდიოლა: "მესი? მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი ყოფილი შეგირდის, ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ. "კამპ ნოუზე" ჩემი ბილეთები მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც, შეგვეძლება ლეოს ისე დავემშვიდობოთ, როგორც იმსახურებს.

ბოლო 12 წელიწადში "ბარსას" უდიდესი აღმასვლა ჰქონდა და ეს მეტწილად ლეოს დამსახურება იყო. მე მარტო რიცხვებს არ ვგულისხმობ - მის თამაშში ჩართულობას, სილამაზეს, ეფექტურობასა და ყველაფერ სხვას.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მესის "ბარსელონური" კარიერა ისე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, რომ ლაპორტას მესი უყვარს და პრეზიდენტმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ ლეო, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასაცილებელ ცერემონიას იმსახურებს.

ვიმედოვნებ, რომ როცა ეს დღე დადგება, მე "კამპ ნოუზე", ჩემს ადგილას ვიქნები, წამოვდგები, ტაშს დავუკრავ და ლეოს დამსახურებულად დავემშვიდობები. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ ლაპორტა თავისას ეცდება, მესი და მისი ოჯახი კი მიიღებენ მთელ იმ სიყვარულს, რომლითაც "ბარსელონას" ფანები მათდამი არიან განწყობილნი," - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი მეგავარსკვლავი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მისი "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

გარდა "ბარსელონასი", მესით ინტერესდებიან არაბული და ამერიკული კლუბებიც.


Facebook კომენტარები