2 წლის და 11 თვის წინ
მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ავტორი
Aa
სერხიო ბუსკეტსის გადაწყვეტილებას, რომელიც მისი "ბარსელონური" კარიერისთვის წერტილის დასმას გულისხმობს, კატალონიური გრანდის კიდევ ერთი ლეგენდა, ლიონელ მესი გამოეხმაურა
არგენტინელმა მეგავარსკვლავმა თავის მეგობარს ინსტაგრამპოსტის საშუალებით მიმართა.
"მოედანზე ყოველთვის 5-იანი, მაგრამ როგორც ფეხბურთელი და ადამიანი, შენ 10-იანი ხარ, ბუსი.
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე შენ და შენს ოჯახს. მადლობას გიხდი იმისთვის, რასაც მოედანზე და მის მიღმა წარმოადგენდი. ერთად ბევრი რამ გამოგვივლია - ბევრიც კარგი და ზოგიც რთული... ისინი სამუდამოდ შენარჩუნდებიან!
გეხვევი," - წერს ლეო.
შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსმა მესის მხარდამხარ 567 მატჩი ჩაატარა. ამ დუეტმა ერთად 23 გოლი შექმნა და უამრავი ტიტული მოიგო.
Facebook კომენტარები